Casa de Khasia - მყუდრო და ლამაზი საოჯახო სასტუმრო ზუგდიდის ცენტრში. სახლი ვინტაჟურ სტილშია მოწყობილი; მაგრამ ყველა საჭირო და თანამედროვე საყოფაცხოვრებო ტექნიკითაა აღჭურვილი, რაც სტუმრებს კომფორტულ გარემოს უქმნის. სიმწვანეში და ყვავილებში ჩაფლული ეზო განუმეორებელს ხდის ბუნებაში ყოფნას. ამ საინტერესოდ მოწყობილ ინტერიერში სტუმრებს „ბებიას სახლში დაბრუნების“ სასიამოვნო ემოციები ეუფლებათ. ეზოში დგას ძველი მეგრული ჯარვალი (სამზადი), სამეგრელოს ყოფისთვის დამახასიათებელი ძველი ავეჯით, ნივთებითა და აქსესუარებით მოწყობილი. ხშირად სტუმრები აღნიშნავენ, რომ ეს არის მეგრული ყოფის აღმწერი მცირე ეთნოგრაფიული მუზეუმი. სურვილის შემთხვევაში ვიზიტორებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ კულინარიულ მასტერ კლასებში. გებჟალიას გაკეთება, ღომის მოზილვა და ხაჭაპურის „ანგურაზე“ (ქვის კეცზე) გამოცხობა ძალიან სახალისო და დასამახსოვრებელი გამოცდილებაა მათთვის. ეხლახან სასტუმროს შეემატა ახალი სივრცე - პატიო გარე ბუხრით, რაც საშუალებას გვაძლევს მასტერ კლასების შემდეგ, სტუმრებს ვახშამი ამ სივრცეში შევთავაზოთ. Casa de Khasia ნიშნავს “ხასიების სახლს”. ხასია ჩვენი ოჯახის გვარია. ჩვენს სტუმრებს ჩვენს ოჯახში, ანუ ხასიების სახლში ვეპატიჟებით. მობრძანდით სამეგრელოში და შეიგრძენით ჩვენი სტუმარ-მასპინძლობის ჰარმონია.
შესვლა & გასვლა